,

Mikheil Tsikhelashvili

Goodreads Author


Born
in Tbilisi, Georgia
Genre

Influences

Member Since
June 2012

URL


Average rating: 4.36 · 689 ratings · 98 reviews · 8 distinct worksSimilar authors
ურჩხული გიხმობს

by
4.35 avg rating — 272,274 ratings — published 2011 — 211 editions
Rate this book
Clear rating
Maus

by
4.58 avg rating — 229,438 ratings — published 1980 — 77 editions
Rate this book
Clear rating
ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა

by
4.37 avg rating — 226,945 ratings — published 1988 — 153 editions
Rate this book
Clear rating
პერსეპოლისი

by
4.40 avg rating — 188,831 ratings — published 2007 — 38 editions
Rate this book
Clear rating
შრომა, გურია

4.05 avg rating — 41 ratings — published 2021
Rate this book
Clear rating
მიბრუნება

by
3.81 avg rating — 42 ratings
Rate this book
Clear rating
Tsikara: The Crimson Bull

by
4.69 avg rating — 29 ratings3 editions
Rate this book
Clear rating
ტანჟერული სიზმარი

3.87 avg rating — 15 ratings
Rate this book
Clear rating
More books by Mikheil Tsikhelashvili…

Mikheil’s Recent Updates

Mikheil is now friends with Liza Chikviladze
164285503
ტანჟერული სიზმარი by Mikheil Tsikhelashvili
"მუსიკით, კინოთი, სექსით, სახლის ძიების და ბევრი მზით გაჯერებული წიგნი.

წიგნის გმირები ხშირად სევდიანები და დაბნეულები არიან, თუმცა მათი წარსული თავგადასავლები თუ ამჟამინდელი შეხედულებები იმდენად საინტერესოა, რომ ერთი ამოვუნთქვით იკითხება.

NOTE: დრო გ" Read more of this review »
More of Mikheil's books…

Topics Mentioning This Author

Weiwei Ai
“The natural desire to save a cat is what it means to be a citizen.”
Ai Weiwei

Yann Martel
“ზოოპარკის შესახებ იმდენივე აბსურდული აზრი მომისმენია, რამდენიც ღმერთისა და რელიგიის შესახებ. უამრავი კეთილის მოსურნე, მაგრამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოველები ველურ სამყაროში უფრო „ბედნიერად“ ცხოვრობენ, რადგან იქაა თავისუფლება. იტყვიან ამას და თვალწინ წარმოუდგებათ ზორბა და ახოვანი ტანის, სიმპათიური მტაცებლები, ვთქვათ, ლომი ან ლეოპარდი (რადგან გნუ ან მილკბილა, აბა, რა მოსაწონია?!). წარმოიდგენენ, თუ როგორი გრგვინვითა და ღრიალით მიმოდის სავანაში ეს დიადი მხეცი – ასე ცდილობს, მოინელოს მსხვერპლი, რომელიც წინააღმდეგობის გაუწევლად დაემორჩილა; ანდა წარმოუდგენიათ მტაცებელი დაუდგრომელი, ენერგიული სირბილის დროს – როცა ის ფორმის შენარჩუნებას ცდილობს ბევრი ჭამის შემდეგ.
კეთილის მოსურნეთა წარმოსახვაში ეს დიადი ცხოველი მედიდური სახით, მაგრამ თან დიდი სინაზით ზრუნავს საკუთარ ნაშიერებზე, საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ბედნიერი სახეებით რომ უცქირონ, როგორ ჩადის ხეებს შორის მზე. მათ სჯერათ, რომ გარეული ცხოველები უბრალოდ, ღირსეულად და ლაღად ცხოვრობენ, მერე კი მოდიან ბოროტი ადამიანები, ატყვევებენ მათ და ერთი ციცქნა გალიებში ამწყვდევენ. ამით სრულდება „ბედნიერი ცხოვრება“. ამიტომაც ვერ ეგუება ცხოველი ბედს და დაუცხრომლად მიილტვის თავისუფლებისკენ. თუმცა ხანგრძლივი ტყვეობა მას, ბოლოს და ბოლოს, მაინც ანადგურებს. ცხო­ველი საკუთარ აჩრდილს ემსგავსება.
მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ველურ სამყაროში დაუნდობელი სოციალური იერარქია მოქმედებს და ცხოველების ყოველდღიურობაც იძულებასა და საჭიროებებზეა აგებული. მათ უწევთ თავის გატანა გარემოში, სადაც საფრთხე დიდია, საკვები კი ყოველთვის არ არის საკმარისი; სადაც ტერიტორია სულ დასაცავია, პარაზიტები კი – გამუდმებით მოსაგერიებელი. მაშ, რა ფასი აქვს ამგვარ თავისუფლებას? სინამდვილეში ცხოველები თავის ნებაზე ვერც დროს აკონტროლებენ, ვერც სივრცეს და ვერც პირად ურთიერთობებს. პრაქტიკაში ასეა, თეორიულად, კი ბატონო, ყველას, ვისაც ძალ-ღონე უწყობს ხელს, შეუძლია, ადგეს და წავიდეს, დაივიწყოს თავისი მოდგმის სოციალური ჩვევები და ჩარჩოები. თუმცა ამგვარი თავზეხელაღებული გაქცევა ადამიანსაც კი გაუჭირდება, ცხოველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. …
…კარგი ზოოპარკი დიდი სიფრთხილით დაგეგმილი შემთხვევითობებითაა სავსე: ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც ცხოველი შარდით თუ რამე სხვა სეკრეტით მონიშნავს საკუთარ ტერიტორიას და ამით მიგვანიშნებს – ამას აქეთ ფეხი არ გადმოგიცდესო – ჩვენც იმავე წერტილში ვაშენებთ საზღვარს და ვეუბნებით – ამას აქეთ გადმოსული არ დაგინახო! ამ დიპლომატიური მშვიდობის პირობებში ყველა ცხოველი კმაყოფილია .გამოდის, ჩვენც შეგვიძლია მოვდუნდეთ და ერთმანეთს მშვიდად გადავხედოთ…....
…ნუ იფიქრებთ, თითქოს საკუთარ აზრს გახვევდეთ თავს. ზოოპარკების დამცველად კი არ გამოვდივარ. თუ ასე ძალიან გინდათ, ყველა დახურეთ (თან თავიც დაიიმედეთ, რომ ველური ბუნების უკანასკნელი წარმომადგენლები გაძლებენ და იცოცხლებენ კუნძულებივით აქა-იქ შემორჩენილ და უკიდურესად შემცირებულ ბუნებრივ პირობებში). ვიცი, ზოოპარკებს პატივს აღარ სცემენ. სხვათა შორის – აღარც რელიგიას. ორივე მათგანი მცდარ წარმოდგენას უქმნის ადამიანებს თავისუფლების შესახებ.”
Yann Martel, Life of Pi

Chuck Palahniuk
“ჯორჯ ორუელი ცდებოდა.
დიდი ძმა თვალყურს კი არ გადევნებს, ის ცეკვავს და მღერის, მას ბოცვრები ამოჰყავს ჯადოსნური ქუდიდან. ყოველთვის, როცა არ გძინავს, დიდი ძმა გართობს, ყურადღებას გიფანტავს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად იყო შთანთქმული და არ იფიქრო.
ის ყველაფერს აკეთებს იმ��სათვის, რომ წარმოსახვის უნარი გაგიქროს, და იქამდე არ მოგეშვება, ვიდრე მას ბრმა ნაწლავივით უსარგებლოდ არ გიქცევს. დიდი ძმა თვალყურს ადევნებს, რომ შენი ყურადღება გამუდმებით რაღაცაზე იყოს მიჯაჭვული.
და ეს უფრო უარესია, ვიდრე ის, რომ თვალს არ გაშორებდეს. უარესია, როცა ამდენი ხარახურით გავსებენ. როცა ადამიანს წარმოსახვა ატროფირებული აქვს, ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს:

სუპერ!

(გია ბერაძის თარგმანი)”
Chuck Palahniuk, Lullaby

Halldór Laxness
“„და ამ დროს თვალწინ სულ სხვა სურათი მიდგება. როცა რაიმე მიჭირს, ყოველთვის ეს სურათი გამომეცხადება ხოლმე და მშველის, პასუხს მაძლევვს გადაუჭრელ კითხვებზე, კარგად არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ალბათ, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მახლობელი ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მისი სისხლი და ხორცი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის მამაჩემი. და მე ვფიქრობ მამაჩემზე, მაგრამ არა მის გარეგნობაზე, არა მის ნაოჭებით დაღარულ სახეზე, რომელიც ერთ დროს ლამაზი იყო, არა მის წელში მოხრილ სხეულზე, რომელიც ერთ დროს ძლიერი და ჯან-ღონით სავსე იყო, არა მის ხელებზე, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე შრომამ თავისი დაღი დაასვა, არც მის ანთებულ თვალებზე; არა, მე ახლა თვალწინ მიდგას მისი შინაგანი სამყარო, მისი სული, ძველი საგა, ერთადერთი რამ, რაც მას სწამს და რასაც ხედავს ცხოვრების ყოველ წვრილმანში. და ცელის ნაცვლად ხმალი მესმის, მიწის ნაცვლად - ზღვა და გლეხკაცის ნაცვლად - გმირი. ეს არის ძველი ისლანდია, საგა, რომელიც უკანასკნელმა საუკუნემ შეალამაზა, ახალმა დრომ, „ფიელნირის“ პირველი ნომრით დაწყებულმა ახალმა დრომ. მაშინ ჩვენმა პოეტებმა, ამ დაგვიანებით დაბადებულმა ელფებმა, პირველად გვამცნეს ყვავილების, ჩიტებისა და ვარსკვლავების სიმღერა. და ახლა, როდესაც ვნახე, როგორ ისხდნენ ბუნების ყალბი სურათებით მორთულ სახლში ეს ფერდაკარგული სულის მესაიდუმლენი და როგორ საუბრობდნენ იმ კაცის ძვლებზე, რომელიც განმარტოებით ცხოვრობს მთაზე და რომელსაც ღრმადა აქვს ფესვები გადგმული ჩვენს გულებში, მამაჩემის მკაცრმა სახემ, ჩემმა საკუთარმა წარმოდგენამ, უჩვეულეო სიმსუბუქე და შვება მომგვარა.“
ვაჰ! აი, საერთოდ სხვა ესთეტიკა აქვთ ამ სკანდინავიელებს! ეგრევე წამიყვანა ისლანდიაში!
P.S. დავით წერედიანის და ჯემალ ქარჩხაძის თარგმანი”
Halldór Laxness, The Atom Station

Knut Hamsun
“-რას არ ჩაიდენს კაცი! თქვენდამი სიყვარულის გამო ზურგს უკან გაგჭორეთ კიდეც და კეკლუცი გიწოდეთ. შევეცადე, რამენაირად დამემდაბლებინეთ და ამგვარად საკუთარი თავი მენუგეშებინა, რათა გული საბოლოოდ არ გამტეხოდა. მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთვის მიუწვდომელი ქალი ხართ. აგერ უკვე მეხუთედ გხედავთ, მაგრამ გული მხოლოდ დღეს გადაგიშალეთ, თუმცა ამის გაკეთება პირველივე დღეს შემეძლო. გარდა ამისა, დღეს დაბადების დღე მაქვს, ოცდაცხრა წლის შევსრულდი და დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე ვარ. მთელი დღეა ვღიღინებ. ჰოდა, რატომღაც ვიფიქრე... კაცს რომ ასეთი სისულელეების სჯერა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ რატომღაც საკუთარ თავს მაინც ვუთხარი: დღეს მას თუ შეხვდები, ყველაფერი უნდა აუხსნა და სიმართლეში გამოუტყდე. ბევრი არაფერი დაშავდება, რაც უნდა იყოს, დღეს ხომ დაბადების დღე გაქვს. ესეც შეგიძლია უთხრა და იქნებ მაშინ მაინც გაპატიოს-მეთქი. გეცინებათ, არა? დიახ, ვიცი რომ მართლა სასაცილოა. მაგრამ ახლა საქმეს ვეღარაფრით ვუშველი. ასე რომ, მზად ვარ, ხარკი სხვა დანარჩენებივით მეც შემოგწიროთ.”
Knut Hamsun, Mysteries

10074 Georgian Library — 1177 members — last activity Oct 05, 2024 02:11AM
ქართულენოვანი მკითხველები ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურის შესახებ



No comments have been added yet.